20 აგვისტო 2018,   23:13
ვრცლად
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ყველა გადაწყვეტილება არის არასწორი ხელისუფლების მხრიდან - რომან გოცირიძე

„ამათ მიიღეს კანონი და შემოდეს სასთუმალ ქვეშ და ჰგონიათ, რომ ეს კანონი თავისი სვლით მიდის და აკეთებს. სისტემის აწყობაა საჭირო,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გააკეთა.

რომან გოცირიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების გამოსწორების მიმართულებით მმართველი ძალა არაფერს აკეთებს.

„რაც შეეხება დახურვას, ჰკითხა იქ დასაქმებულ ადამიანებს დახურვის შემდეგ რა უნდა გააკეთონ? სად დაასაქმებენ? როცა დახურავ, მაშინ ალტერნატიული სამუშაო ადგილები უნდა იყოს შექმნილი და რაღაც შეთავაზება უნდა ჰქონდეს ადამიანებს. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არის არასწორი ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან არავის უზრუნია შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გამთენიისას მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 4 გარდაიცვალა, ხოლო 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში იმყოფებიან, რამდენიმე მათგანი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები