14 დეკემბერი 2018,   17:47
ვრცლად
ზარი რუსული სატელეფონო კოდიდან - "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს ქართული და რუსული სპეცსამსახურების გეგმის შესახებ უამბეს

უცნაური შინაარსის ზარი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტთან - "პოსტსკრიპტუმის" კორესპონდენტთან, გიორგი გვიშიანთან, ზარი გუშინ საღამოს რუსული სატელეფონო კოდიდან განხორციელდა.

უცნობი ადამიანი მას ქართული და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი გეგმის შესახებ უყვება. ზარის ავტორი ირწმუნება, რომ მალე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ოკუპაცია იგეგმება.

გიორგი გვიშიანის თქმით, ღამით კიდევ დაურეკეს და უთხრეს, რომ, თითქოს, მომზადებულია საფუძველი ყაზბეგის ოკუპაციისთვის. გვიშიანის განცხადებით, ზარის ავტორმა უთხრა, რომ რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების ოპერაციაა.

„საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომ შექმნილიყო პირობა შემდგომში რუსეთისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ოკუპირებისთვის. ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ დამნაშავე ქართული მხარე გამოვიდეს. კონკრეტული ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ჩატარდა რუსეთისა და საქართველოს ოპერაცია,“ - განაცხადა სატელეფონო ზარის ავტორმა.

„კურიერმა“ სცადა, გაერკვია, საიდან განხორციელდა ზარი. ერთ-ერთ ვირუსულ ვებგვერდზე არის სატელეფონო ბაზა, სადაც ფიქსირდება ეს ნომერი. ვებგვერდზე არის რუკა, რომელზეც ამ ზარის ფუნქციონირების ადგილად ჩრდილოეთ ოსეთი, ალანია ფიქსირდება.

დღის ამბები