20 აგვისტო 2018,   23:12
ვრცლად
რას გვიპირებენ, უნდა მოგვკლან? 12 კაცი მოკვდა ერთ წელში - ტყიბულში შახტების დახურვას აპროტესტებენ და უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ

ტყიბულის მოსახლეობა შახტებში უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვს და შახტების შესაძლო დახურვას აპროტესტებს.   

შახტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქალაქში დასაქმების ერთადერთი საშუალება შახტია და მისი დახურვის შემთხვევაში ტყიბულის მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩება.

შახტის თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ტრაგედიის ადგილზე სამთო დარტყმა არ მომხდარა. მათი ინფორმაციის შახტის უბანზე აირმა გაჟონა, რის შესახებაც ინფორმაცია წინა ცვლას ჰქონდა.

„12 კაცი მოკვდა ერთ წელიწადში. სამთო დარტყმამ დაწვა ხალხი? სამთო დარტყმისას მოდის ტალღა და ტალღამ დაგამტვიროს შეიძლება და ცეცხლი გწვავს. აფეთქება მოხდა, დამწვარია ხალხი. არ იციან ხომ, რა მოხდა? გვემუქრებიან შახტის დახურვით, რას ჰქვია შახტებს დახურავენ, ჩვენ რას გვიპირებენ? ხუთი ბინა აქვთ თვითონ თბილისში და ჩვენ რა ვქნათ? რას გვიპირებენ, უნდა მოგვკლან?  გამოძიებამ დაადგინოს, იმას უნდა მოეკითხოს რატომ არ არის უსაფრთხოების ზომები დაცული.

სდიონ იქ სადაც გაზია. მესამე სმენაში რომ არ ჩართეს, მეოთხე სმენაში რატომ არ წავიდა ვისაც ევალება, რა მოხდა? ფული ხომ კარგად აქვთ ამხელა ხელფასები?“ -ამბობს შახტის თანამშრომელი.

უკვე ცნობილია, რომ ტყიბულში მდებარე 25 შახტი გამოძიების დასრულებამდე დაიხურება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. საქნახშირის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა.

დღის ამბები