16 ოქტომბერი 2018,   10:59
ვრცლად
"მერამდენე შემთხვევაა და ჩვენ არცერთ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების პასუხი არ ვიცით" - დოლაბერიძე

ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას პროფკავშირები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს უკავშირებენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ არ არსებობს სანქციები და მისი აღსრულების მექანიზმები, რაც აიძულებს დამსაქმებელს, რომ დაიცვას დასაქმებული შრომისა და სიცოცხლის უფლება.

გარდა ამისა, დოლაბერიძე გამოძიების ხარვეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ არცერთი წინა ტრაგედიის გამოძიება არ მისულა ბოლომდე.

„სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს, ერთი მხრივ, საკანონმდებლო პრობლემები გააჩნია, ხარვეზულია კანონმდებლობა, არასაკმარისია კანონმდებლობა და მეორე აღსრულების მექანიზმები. უკვე მერამდენე შემთხვევაა და ჩვენ არაცერთ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების პასუხი არ ვიცით, ვინ არის დამნაშავე, ვინ არის დასასჯელი, ვინ არის დასჯილი და ა.შ.“- აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები