16 ოქტომბერი 2018,   10:58
ვრცლად
პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - თორნიკე რიჟვაძე

"საქართველოს პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო," - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ, განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი უკვე შერჩეულია და უახლოს დღეებში საზოგადოებას სამუშაო გეგმას წარუდგენს. 

"კარგია, რომ პრეზიდენტმა სწორად განმარტა კონსტიტუციური ჩანაწერი და გაიზიარა ხალხის ნება. ჩვენ უკვე მიმდინარე დღეებში გვექნება აქტიური კომუნიკაცია, საზოგადოებისთვის იქნება წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი და ასევე ის ხედვები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც აჭარაშია.

"ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიურად გაწერილი პროგრამული ხედვა, როგორც ეკონომიკის, ასევე მმართველობის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წინაშე და საზოგადოების ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი პროცესში. 

"მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შერჩეულია კვალიფიკაციით, გამოცდილებით და ვფიქრობ, ეს შემადგენლობა ადეკვატურად შეძლებს რეგიონის გამოწვევებისთვის გამკლავებასა და ხალხის მოლოდინების გამართლებას," - განაცხადა რიჟვაძემ.

დღის ამბები