16 ოქტომბერი 2018,   10:59
ვრცლად
გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციურმა გაერთიანებამ ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან, წარადგინა.

ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 პოლიტიკური პარტიის სახელით გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

"ძალა ერთობაშია!" - ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი. 

დღის ამბები