14 დეკემბერი 2018,   17:45
ვრცლად
რა მოხდა ტყიბულში - "კურიერი" ტექნიკური უნივერსიტეტის მიწისქვეშა ლაბორატორიაში იმყოფებოდა

ტყიბულის ტრაგედიის შემდეგ მთავარი კითხვა კვლავ უცვლელია - რა მოხდა მიწისქვეშ და შეიძლებოდა თუ არა უბედურების თავიდან აცილება? საგამოძიებო უწყებების გარდა, მომხდარის ახსნას მეცნიერებიც ცდილობენ.

კურიერის გადამღები ჯგუფი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწისქვეშა ლაბორატორიაში იმყოფებოდა და სპეციალისტებს გაესაუბრა.

რეალური შახტის ანალოგიურად შექმნილი ორკილომეტრიანი გვირაბი კავსაძის ქუჩიდან მიწაში ექვსი მეტრის სიღრმეზე იწყება.

მეცნიერები სამ პრობლემაზე საუბრობენ - სამთო დარტყმა, მეთანის აფეთქება და უსაფრთხოების ელემენტარული ზომების დაუცველობა.

სამთო დარტყმები განსაკუთრებით საშიშია სეისმურად აქტიურ რეგიონში, როგორიც ტყიბულია. ტყიბულის შახტი კი თავის მხრივ მსოფლიოს სხვა ანალოგიურ სამთო საწარმოებს შორის ურთულესად ითვლება.

მეთანი ქანების ნგრევის შედეგად გამოიტყორცნება. მისი კონცენტრაცია ჰაერში ყოველთვის სხვადასხვაა, ამიტომ რეგულარულ გაზომვას საჭიროებს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ე.წ. ზედდებულით აფეთქება აკრძალულია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტყიბულში ეს ყოველდღიური პრაქტიკაა.

ბოლო მთავარი რისკი ე.წ. ადამიანური ფაქტორია - დაუდევრობა, უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი.

ამავე თემაზე
დღის ამბები