20 აგვისტო 2018,   23:13
ვრცლად
კვირიკაშვილს გააჩნდა ბერკეტი პროკურატურაზე - მშვენიერაძე ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით

"ამ საკითხებზე გამოძიება ახლა დაეწყო, როდესაც ბატონმა კვირიკაშვილმა და მასთან ერთად მისმა რამდენიმე თანამოაზრემ დატოვა პოლიტიკური თანამდებობები და ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ კვირიკაშვილს გააჩნდა ბერკეტი პროკურატურაზე," - ეს განცხადება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, პროკურატურაში ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით გააკეთა.

პროკურატურაში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე დაბარებით ეჭვი ჩნდება, რომ ან ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, აფარებდა ხელს ამ გამოძიების დაწყებას ან პოლიტიკურ დაკვეთას ელოდებოდნენ პროკურატურაში.

„თუკი ეს ინფორმაციები საკმარისი იყო ეჭვის გასაჩენად, რომ პროკურატურას დაეწყო გამოძიება, გამოდის, რომ ან ბატონი შოთაძე აფარებდა ხელს ამ გამოძიების დაწყებას, ხომ ლოგიკურად ასეა, ან ელოდებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მესიჯს პროკურატურა, რომ ამ საკითხებზე გამოძიება ახლა დაეწყო, როდესაც ბატონმა კვირიკაშვილმა და მასთან ერთად მისმა რამდენიმე თანამოაზრემ დატოვა პოლიტიკური თანამდებობები და ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ კვირიკაშვილს გააჩნდა ბერკეტი პროკურატურაზე, რომ მის წინააღმდეგ არ ყოფილიყო დაწყებული გამოძიება,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, აუცილებელია, არსებობდეს განსხვავებული წესი მთავარი პროკურორის შერჩევის და ასევე, თავად პროკურატურის სისტემის მოწყობის.

გიორგი მშვენიერაძის განცადებით, არაერთხელ მოუწოდეს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ საზოგადოებრივ ინტერესი გაითვალისწინოს.

„საზოგადოების ინტერესი არის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესიც არის, რომ პროკურატურას ჰქონდეს ნდობა და ნდობა პროკურატურამ დაკარგა პროკურორიდან პროკურორამდე. თუკი ჩვენ ამ ბოლო ხუთს, მაგრამ რეალურად ოთხს იმიტომ, რომ ერთს ძალიან ცოტა ხანს მოუწია პროკურორობა, პროკურორის მოღვაწეობას თვალს გადავავლებთ და კვლევებსაც შევხედავთ, რომელიც პარალელურ რეჟიმში ტარდებოდა, პროკურატურის ნდობა კვლევიდან კვლევამდე იკლებდა,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

დღის ამბები