16 ოქტომბერი 2018,   11:00
ვრცლად
დონალდ ტრამპმა თავის სიტყვები უკან წაიღო

მწვავე კრიტიკის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ჰელსინკის სამიტზე გაკეთებული განცხადებებზე ახსნა-განმარტებები გააკეთა.

დონალდ ტრამპმა სიტყვები უკან წაიღო და აღიარა, რომ რუსეთი 2016 წლის საარჩევნო პროცესში ჩაერია.

მან აღნიშნა, რომ სრულად ენდობა ამერიკის სადაზვერვო სამსახურების დასკვნას და მას უბრალოდ შეეშალა, როდესაც პუტინთან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ვერ ხედავდა მიზეზს, რაც რუსეთის ჩარევას დაადასტურებდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის გამართლება თეთრ სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სცადა.

ჰელსინკში გაკეთებული განცხადებების გამო, დონალდ ტრამპმა თანაპარტიელების და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ამერიკელი სენატორები თარჯიმნის დაკითხვასაც ითხოვენ იმ მიზნით, რომ დაადგინონ, რას შეჰპირდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრაზე რუს კოლეგას.

დღის ამბები