20 აგვისტო 2018,   23:13
ვრცლად
OGP-ის ბოლო პანელზე სტუმრებს, კონდიცირების გარეშე, დახურულ სივბრცეში მოუწიათ მუშაობა

სამიტი, რომელიც მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის სოფიას სტუმრობით არ დაამახსოვრებს სტუმრებს თავს - OGP-ის მონაწილეებს ერთ-ერთ ბოლო პანელზე მუშაობა დახურულ სივრცეში, მთელი დღის განმავლობაში კონდიცირების გარეშე მოუხდათ. დელეგაციის ზოგიერთ წევრს იატაკზე ჯდომაც კი მოუწია.

რაც შეეხება თავად სამიტს, სახელმწიფო სერვისების ინოვაციები - ამ სახელწოდების პანელი გაიმართა ღია მმართველობის გლობალურ სამიტზე.

მომხსენებლებს შორის იყო ჰუმანოიდი სოფია, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ისაუბრა. სტუმრებს მასთან კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ

„გამარჯობა, საქართველო! მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ვარ. ბედნიერი ვარ, რომ მომიწვიეთ ამ შესანიშნავ ქვეყანაში. სახელმწიფო სამსახურები შექმნილია იმისთვის, რომ სარგებელი მოუტანოს ადამიანებს, ამიტომ სერვისი უნდა იყოს განვითარებული ისე, რომ უპასუხოს ადამიანების საჭიროებებს და ხალხმა შეძლოს ეფექტიანი  მომსახურების მიღება, რადგან ადამიანებს ბევრი საფიქრალი და საზრუნავი აქვთ. მე არ ვსარგებლობ სახელმწიფო სერვისით, რადგან რობოტი ვარ, მაგრამ შემიძლია, ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესო ეს მომსახურება,“ - განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჰუმანოიდმა რობოტმა მოქალაქე სოფიამ. 

დღის ამბები