16 ოქტომბერი 2018,   10:58
ვრცლად
კობახიძის მორიგი თავდასხმა პრეიზდენტზე და ჭიჭინაძის პასუხი, რასაც საბოლოოდ მისი პარტიიდან გარიცხვა მოჰყვა

მორიგი თავდასხმა პრეზიდენტზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან - ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს ტყუილსა და კონსტიტუციის უპატივცემულობაში გუშინდელი ბრიფინგის გამო ადანაშაულებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ტყუილი თქვა, როდესაც საზოგადობას ამცნო, თითქოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე მან შეარჩია.

ირაკლი კობახიძის კრიტიკას პრეზიდენტი დღეს არ გამოხმაურებია. მის სანაცვლოდ პასუხი პარლამენტის თავმჯდომარეს უმრავლესობის უკვე ყოფილმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, გასცა. მან სიცრუეში ირაკლი კობახიძეს დაადანაშაულა და თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებს იბრალებს.

ჭიჭინაძის ეს განცხადება პარტიაში შეურაცხყოფად აღიქვეს და ის მალევე ქართული ოცნებიდან  გარიცხეს.  
 

დღის ამბები