20 აგვისტო 2018,   23:13
ვრცლად
"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არა მიმართული" - მამუკა ბახტაძის ვიზიტი ბრიუსელში

"მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არა მიმართული,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარ ოფისში გამართული შეხვედრების შემდეგ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად მედიის შეკითხვებს უპასუხა.

მამუკა ბახტაძე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ, თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია „უკიდურესად უარყოფითი იქნება".

საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა. 

„ჩვენი მიზანია, რეგიონი უფრო ძლიერი და დაცული გახდეს. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო-ში გადაწყვეტილებებს კონსესუსის საფუძველზე იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მოკავშირეებისა და საქართველოს გადასაწყვეტია, როდის შევუერთდებით ალიანსს. ერთი კვირის წინ მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველა სახის პრაქტიკულ ბერკეტს ფლობს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები