14 დეკემბერი 2018,   17:45
ვრცლად
უნდა მოიძებნოს შუალედური გამოსავალი, პირველ რიგში, იმ ადამიანების აზრის გათვალისწინებით, ვინც მუშაობს შახტში - დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, დავით ბაქრაძე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მუშაობის შეჩერებას ეხმაურება.

დღეს ტყიბულში იმყოფებოდნენ და მეშახტეებს შეხვდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ტყიბულელებისთვის შახტიდან მიღებული ანაზღაურება შემოსავლის წყაროა და შახტი არ უნდა დაიხუროს.

ბაქრაძე გამოსავალს მეშახტეების აზრის გათვალისწინებაში ხედავს და აცხადებს, რომ უნდა ნახონ ისეთი გზა, რომელიც შახტის მუშაობას არ შეაფერხებს და თან უსაფრთხოების ზომები იქნება დაცული.

„სრულიად მიუღებელია, რომ ადამიანებს ასეთ პირობებში უწევდეთ მუშაობა და მათი სიცოცხლე ყოველდღიურად იდგეს რისკის ქვეშ და ხდებოდეს ასეთი ტრაგედიები. მაგრამ მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ შახტის დახურვა არ არის გამოსავალი, ვინაიდან შახტის უკან დგას ათასობით ოჯახი და შახტის დახურვა ნიშნავს ისედაც გაჭირვებაში მყოფი ტყიბულის საბოლოოდ, ბედის ანაბარად დატოვებას. ამიტომ, უნდა მოიძებნოს ძალიან გონივრული და შუალედური გამოსავალი. პირველ რიგში, იმ ადამიანების აზრის გათვალისწინებით, ვინც მუშაობს შახტში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

დღის ამბები