10 დეკემბერი 2018,   20:46
ვრცლად
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო კამპანია სოფელ დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო კამპანია სოფელ დიდი ჯიხაიშიდან, მისი წინაპრის ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმიდან დაიწყო.

ზურაბიშვილმა სახლმუზეუმის ეზოში შეკრებილებს მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილის თქმით, ის იქნება მედიატორი ხელისუფლებასა და ყველა მოქალაქეს შორის.

„ხშირად ლაპარაკი არის იმაზე, რომ რადგანაც შეზღუდული არის რეალურად უფლება, როდესაც არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ პრეზიდენტი უმოქმედო იქნება, რადგან ეს უფლებაც სრულყოფილად არ გააჩნია და მე მგონი, რომ ეს არ არის ის ნიადაგი, რაზედაც უნდა აეწყოს პრეზიდენტის და ხელისუფლების ურთიერთობა. თუ ამ იდეებზე, რაზეც ვილაპარაკე და იმედი მაქვს, ბევრი სხვა იდეები და ინიციატივებიც იქნება, თუ ამ იდეებზე გვინდა, რომ ამას რაღაც მომავალი ჰქონდეს, ურთიერთობის ფორმა უნდა იყოს თანამშრომლობის, რაც არ გამორიცხავს აზრთა სხვაობას სხვადასხვა თემებზე, მაგრამ დაპირისპირებით, დაჯახებით და ამათ შორის, ვეტოებით, ამ იდეების წინ წაწევას, ალბათ, ვერ შევძლებთ და მე მინდა, რომ შევძლო,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები