13 დეკემბერი 2018,   16:18
ვრცლად
ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა. სოულის დედოფალი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

არეტა ფრანკლინს სიმსივნის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს.

სოულის დედოფლად წოდებული არეტა ფრანკლინი 70 წელია სცენაზეა. მას რამდენიმე კონცერტი წელსაც უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმა.

შარშან კი მომღერალმა უკანასკნელი ალბომი გამოუშვა და კარიერის შეწყვეტა გადაწყვიტა. არეტა ფრანკლინი 18 გრემის მფლობელია და ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლის ტიტულს ატარებს.

დღის ამბები