13 დეკემბერი 2018,   16:21
ვრცლად
„მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა, ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა" - დავით ბაქრაძე

„მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა, ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, რასაც სჭირდება მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს პრობლემის მოსაგვარებლად,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ლარის კურსის გაუფასურებაზე ისაუბრა და მთავრობის ეკონომიკური გუნდი გააკრიტიკა. დავით ბაქრაძე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას  გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა ქვეყანაში სერიოზულ პრობლემებს არ ქმნის.

„ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დადგა იმ მტკივნეული პრობლემის წინაშე, რომელიც ლარი ს კურსის დაცემა უკავშირდება. ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია, კომენტარი, რის გაკეთებას აპირებს მთავრობა და როგორ აპირებს, დაეხმაროს მოსახლეობას, რომელიც ზარალდება ლარის კურსის გაუფასურებისგან. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც ცდილობს ჩვენს მოსახლეობას აუხსნას, რომ ლარის კურსის ცვალებადობა და მერყეობა კარგია. მინდა პატივცემულ მინისტრს და მთვარობის წევრებს შევახსენო, ლარის კურსის მერყეობა, ლარის გაუფასურება არის ის მტკივნეული თემა, რომლის გამოც მოსახლეობას ბოლო წლებში რამდენჯერმე მოუწია გაზრდილ კომუნალურ გადასახადებთან გამკლავება... ეს მტკივნეული პროცესი ადასტურებს ცვლილებების აუცილებლობას და აუცილებლობას, რომ არჩევნებით პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ ხელისუფლება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები