24 სექტემბერი 2018,   03:04
ვრცლად
გენუას ჩამონგრეული ხიდის ადგილას სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა - ნანგრევებს ცეცხლი გაუჩნდა

იტალიაში, გენუას ჩამონგრეული ხიდის ადგილას სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა. მიზეზი ხანძარი გახდა, რომელიც ნანგრევებს გაუჩნდა.

ტრაგედიის ადგილზე სახანძრო ბრიგადები გამოიძახეს. უკვე მესამე დღეა სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მაშველები ხიდის ნანგრევებს ამოწმებენ. ამ დროისთვის 20 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

მორანდის მაგისტრალი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს 45 მეტრის სიმაღლეზე კვეთდა, შტორმის დროს ჩაინგრა.

ბოლო მონაცემით, ტრაგედიას 39 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები