24 სექტემბერი 2018,   03:03
ვრცლად
ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით - ჭიდაობის ფედერაციასთან მოძრაობა „ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია“ აქციას მართავს

ჭიდაობის ფედერაციასთან მოძრაობა „ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია“ აქციას მართავენ. მოძრაობის წევრები ფედერაციის შენობასთან ამ წუთებში იკრიბებიან. 

პროტესტის მიზეზი ქართველი მოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით ​გადაღებული ფოტოებია.

სოციალურ ქსელში ქართველი მოჭიდავეების რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით გადაღებული ფოტოები ვრცელდება, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯამბულატ თედეევია გამოსახული.

დღის ამბები