10 დეკემბერი 2018,   20:44
ვრცლად
დანაღმული ქართული სასაფლაო და საოკუპაციო რეჟიმის დროშა ყაზბეგში - "ძალა ერთობაშია" პატრულირების დაწყებას აანონსებს

დანაღმული ქართული სასაფლაო და საოკუპაციო რეჟიმის დროშა ყაზბეგში - სოფელი კობის სასაფლაოზე ხელყუმბარა ორი დღის წინ ნახეს.

მომხდარის თვითმხილების ნაწილი ყვება, რომ სასაფლაოზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული დროშა ფრიალებდა, საგამოძიებო უწყებაში კი ამტკიცებენ, რომ ძელზე არაფერი ეკიდა. ძირს ნაპოვნი ხელყუმბარა კი საბრძოლო ქმედებაში მოყვანილი არ იყო.

81 წლის მოხევე ამბობს, რომ რუსული პროვოკაციის საფრთხე ხეობაში არსებობს. ის ვარაუდობს, რომ ქართული სასაფლაოები იმიტომ დანაღმეს, რომ აფეთქება ხეობელებისთვის დაებრალებინათ.

დანაღმული სასაფლაოს შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა გაავრცელეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა პროვოკაციებს არც სამომავლოდ გამორიცხავს და ამბობს, რომ ხეობაში პატრულირებას უახლეს მომავალში დაიწყებენ.

დანაღმული ქართული სასაფლაოს საქმეს შსს მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით აწარმოებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები