13 დეკემბერი 2018,   16:20
ვრცლად
კიდევ ერთი არქეოლოგიური საგანძური კახეთში - ექსპედიციამ 8 გეოლოგიური ფენის ქვეშ უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინა

ექსპედიციამ კახეთში, სოფელ ზიართან რვა გეოლოგიური ფენის ქვეშ უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინა. უძველესი სახელოსნო და ნასახლარი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. სამუშაოების დაწყებიდან დღემდე მეცნიერებმა 100 კვადრატულ მეტრზე ათასობით არტეფაქტი იპოვეს, მათ შორის სპილოს ძვალი და მარტორქის კბილებიც.

გარკვეული ბუნებრივი პირობების გამო ამ ადგილას 8 გეოლოგიური ფენა ნახევარი ან მილიონი წელი შენარჩუნდა. საქართველოში ეს ერთადერთი ქვის ხანის სახელოსნოა, რომელიც პირვანდელი სახით შემორჩა და სწორედ ამის გამო შესაძლოა, ისტორიაც კი შეცვალოს.

ქვის იარაღები სოფელ ზიარში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ სახელოსნოში დამზადებული ნივთები ადამიანებს უკვე საკუთარ საცხოვრებელ ადგილას, დაახლოებით 300 მეტრში მიჰქონდათ. 2014 წლიდან ანუ სამუშაოების დაწყებიდან დღემდე 100 კვადრატულ მეტრზე ათასობით არტეფაქტია ნაპოვნი, მათ შორის სპილოს ძვალი და მარტორქის კბილებიც.

არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ აქ ერთ-ერთი გეოლოგიური ფენა დამწვარია, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე უძველესი ცეცხლის კვალია აღმოჩენილი.

არქეოლოგიური გათხრების გარდა, სოფელ ზიარში ძველი მდინარეების ქსელის აღდგენითი კვლევებიც იგეგმება.

 

 

დღის ამბები