13 დეკემბერი 2018,   16:20
ვრცლად
ხაშურში საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქალს დაეჯახა

ხაშურში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქალს დაეჯახა. შემთხვევია ამსახველი ვიდეომასალა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ქალმა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გზა გადაუჭრა, რასაც შეჯახება მოჰყვა. 

უწყების ცნობით, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულმა მოქალაქემ სამედიცინო დაწესებულება მალევე დატოვა. 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები