10 დეკემბერი 2018,   20:47
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძე არის ჩვენი ეპოქის გმირი - თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო 

გიორგი ანწუხელიძეს 34 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირი დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის წარმომადგენლები მივიდნენ.

„გიორგი არის ჩვენი ეპოქის გმირი, რომელმაც თავისი თავგანწირვით გააძლიერა კიდევ ერთხელ ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება, დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება. დღეს კი ჩვენი ყველას ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნა, მათ შორის, თავდაცვის სფეროში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ეროვნული გმირის საფლავზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები. 

გიორგი ანწუხელიძე აგვისტოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სერჟანტი ოკუპანტებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ის ტყვედ ჩავარდა. წამების, დაკითხვისა და არაერთი შეურაცხყოფის მიუხედავად, სერჟანტმა სამხედრო საიდუმლოება არ გასცა და არც მტრის მოთხოვნას დაემორჩილა. მაშინ ანწუხელიძის წამების კადრები ინტერნეტ სივრცეშიც გავრცელდა.

დღის ამბები