10 დეკემბერი 2018,   20:45
ვრცლად
მესტიის დატბორვის საფრთხე ამ დრომდე რჩება - ლეხზირის მყინვარი თანდათან დნება

მესტიის დატბორვის საფრთხე ამ დრომდე რჩება. ლეხზირის მყინვარი თანდათან დნება, რამაც შესაძლოა მესტიასთან ერთად 7-მდე სოფელი დატბოროს. მესტიელები ლეხზირის ჩამოშლით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. ისინი განმარტავენ, რომ ადგილობრივებმა ბავშვები ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს. მდინარე მესტიაჭალის ადიდებით კი სვანეთი შეასძლოა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ადგილობრივები მყინვარზე გეოლოგების ჩასვლას და პროცესების შესწავლას ითხოვენ.
 
მყინვარზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობას მესტიელები ჭალაჰესზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებენ. ისინი განმარტავენ, რომ ნაპრალგაჩენილი მყინვარის ჩამოშლა სამშენებლო აფეთქებებით კიდევ უფრო დაჩქარდა.

ადგილობრივების მოთხოვნებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პასუხობს, მისი თქმით მესტიის დატბორვის საფრთხე არ არის და ადგილზე მუდმივად მიმდინარეობს გეოლოგიური სამუშაოები.

 

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები