13 ნოემბერი 2018,   09:50
ვრცლად
უამინდობამ Backstreet Boys-ის კონცერტი ჩაშალა - დაშავდა 14 ადამიანი

უამინდობამ ოკლაჰომაში Backstreet Boys-ის კონცერტი ჩაშალა. შოუს მსვლელობის დროს შტორმმა და ძლიერმა ქარმა სასცენო კონსტრუქცია წააქცია. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ კონცერტზე მისული ხალხის ევაკუაცია მოახდინა და კონცერტი გააუქმა.

ბენდი, რომელიც განსაკურებული პოპულარობით 90-იან წლებში სარგებლობდა, საკონცერტო ტურნეს ჩასატარებლად გაერთიანდა.

როდის ჩატარდება გაუქმებული კონცერტი, ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ბენდის წევრები არ დაშავებულან.

ფოტო: abcnews/Sydney Stavinoha. 

 

დღის ამბები