13 დეკემბერი 2018,   16:21
ვრცლად
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კილომეტრზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კილომეტრზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა. გახსნას გზების დეპარტამენტის თამჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დაესწრო.

დღეიდან მესტიის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება განახლებული გვირაბის გავლით იქნება შესაძლებელი, რომლის სიგრძე 537 მეტრი, ხოლო დიამეტრი 18,5 მეტრია.

გვირაბის რეაბილიტაციის პროცესი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 6 370 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა.

დღის ამბები