10 დეკემბერი 2018,   20:47
ვრცლად
კურორტ ბახმაროში სახალხო ზეიმი აღნიშნეს - ღონისძიებას პრემიერი და სხვა პოლიტიკოსებიც დაეწრნენ

სახალხო ზეიმი კურორტ ბახმაროში დღის ბოლოს კონცერტით გაგრძელდა. ეს არის პირველი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც "ჩექ ინ ჯორჯიას" პროექტია და მასში მონაწილეობას ქართული მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები იღებენ .

დღესასწაულის აღნიშვნა გურიაში დილიდან დაიწყო. ტრადიციულად ეს დღეს საკურორტო სეზონის დახურვად არის მიჩნეული. ორგანიზატორები ცდილობენ რომ ის ერთნაირად დასამახსოვრებელი იყოს დამსვენებლისათვის და მოწვეული სტუმრებისათვის.

მამუკა ბახტაძე პრემიერის რანგში წელს ბახმაროში, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად პირველად ჩავიდა და კურორტის განვითარების გეგემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბახმარო, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილი 4 სეზონიან კურორტად უნდა იქცეს, სადაც მსურველებს წელიწადის ნებისმიერ დროს შეეძლებათ დასვენება.

დღეს ბახმაროში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ყველა მათგანს კურორტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვს.

დღის ამბები