24 სექტემბერი 2018,   03:02
ვრცლად
ოპოზიცია გამოძიების დასრულებამდე კომპანია ყვარელ-რემმშენისათვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლების  შეზღუდვას ითხოვს

ყვარელ-რემმშენი, კომპანია რომლის მიერ რეაბილიტრებული ვარკეთილის მეტრო სადგური რამდნიმე თვის წინ ჩამოიშალა, ისევ განაგრძობს სახელმწიფო ტენდრებში მონაწილეობას. სხვადასხვა უწყებები კი მასთან ძვირადღირებულ კონტრაქტებს აფორმებენ. ოპოზიცია ითხოვს, ყვარელლ-რემმშენს გამოძიების დასრულებამდე მიანც შეეზღუდოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.

რა გახდა ნგრევის მიზეზი და ვისი ბრალეულობით დაემუქრა მოსახლეობას საფრთხე გამოძიებას პასუხი 8 თვის შემდეგაც არ აქვს. აქამდე ისევ სარემონტოა მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი. შეგახსენებთ, რომ იანვრის თვეში, ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე ვარაუდობს, რომ ამ კომპანიას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მფარველობენ.

„ეს კომპანია აგრძელებს ტენდერებში მონაწილეობას, იგებს ამ ტენდერებს და ბიუჯეტიდან იღებს ასობით ათას ლარს. ჩვენი  აზრით ამ კომპანიას მფარველობენ ქართული ოცნების ნაღალჩინოსნები. წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთ ლოგიკაში არ ჯდება ის, რომ კომპანია სახელმწიფოსგან აგრძელებდეს კონტრაქტების მიღებას,“- განაცხადა ნადიბაიძემ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე ეხმაურება ამ ფაქტს და  ამბობს, რომ პრობლემა  სახელმწიფოშია და არა კომპანიაში.

„ჩვენ არ ვიცით რა მოხდა ვარკეთილის მეტროში, იქ ათასობით ადამიანს შეექმნა საფრთხე. კომპანიას ამბიცია აქვს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურებსაც უნდა მოემსახურონ. აქ პრობლემა ამ კომპანიში არ არის, პრობლემა არის სახელმწიფოში, რომელიც არ აკონტროლებს რა კომპანიები იგებენ ტენდერს,“- განაცხადა კირვალიძემ.

დღის ამბები