10 დეკემბერი 2018,   20:49
ვრცლად
საკრებულოს სხდომა ზუგდიდში სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა

"ნაციონალური მოძრაობა" იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს სანდრო სორდიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ სორდიამ მამამისის სახელზე დაარეგისტრირა კომერციული ფართი, რომელითაც სხვა სავაჭრო ობიექტების მფლობელების ინეტერსები შეილახა. უკვე არსებობს მშენებლობის ნებართვაც. ამ საკითხზე სასამართლოში დავას ბაზრის ადმინისტრაციაც აწარმოებს, "ნაციონალური მოძრაობა" კი პროკურატურისგანაც ითხოვს საქმის გამოძიებას.

საკრებულოს სხდომას ბაზრის მოვაჭრეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ მშენებლობას არ დაუშვებენ.

საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  ანა წითელაძეც, იგი ამ ყველაფერს კორუფციულ გარიგებას უწოდებს.

„ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, რომელშიც მონაწილეობს, საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია, ეს არის დანაშაული როდესაც ზუგდიდის მერია და საკრებულო გადაწყვეტილებას იღებენ კორუფციით და ნეპოტიზმით,“-განაცხადა წითელაძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ამბობს რომ საქმე სასამართლოშია შეტანილი და ისინი მათ გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

„ეს საკითხი სასამართლოშია შეტანილი სასამართლო იმსჯელებს მშენებლობის ნებართვის კანონიერებაზე თუ უკანონობაზე. თუ ჩვენ გვექნება სასამართლოსგან შუამდგომლობა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოხდეს მშენებლობის ნებართვის შეჩერება თავისთავად შეჩერდება,“-განაცხადა წოწერიამ.

დღის ამბები