14 დეკემბერი 2018,   17:46
ვრცლად
გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და მოხსნილი სოციალური დახმარება - დავით ბაქრაძე აჭარის რეგიონი მაცხოვრებლებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები აჭარაში გამართა.

გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარება იყო მთავარი პრობლემები, რაზეც ხულოს, ქედასა და შუახევის მცხოვრებლები დავით ბაქრაძეს ესაუბრნენ.

ადგილობრივების თქმით, თავის რჩენის ერთადერთი საშუალება ოჯახის წევრების უცხოეთში წასვლაა, სადაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

დავით ბაქრაძემ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის ერთ-ერთი პუნქტი უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარება და ლეგალურად დასაქმებაში ხელშეწყობაა.

დავით ბაქრაძემ ხელვაჩაურში, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამის კიდევ ერთი პრიორიტეტი გააცნო, რომელიც პენსიებისა და სოციალური დახმარებების მომატებასა და ვეტერანებისთვის შეღავათებს გულისხმობს.

აჭარაში მოგზაურობა კი „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბათუმიდან დაიწყო. აჭარელებისთვის საკუთარი პროგრამის პრიორიტეტების გაცნობისას მან დევნილთა პრობლემების გადაჭრასა და საზღვარგარეთ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებაზეც ისაუბრა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ცვლილებების მშვიდობიანად განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს.

წინასაარჩევნო კამპანიას „ევროპულის საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი აჭარის შემდეგ იმერეთში გააგრძელებს.

დღის ამბები