16 ოქტომბერი 2018,   21:44
ვრცლად
ტანზანიაში სამგზავრო ნავის ამობრუნებას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიაში სამგზავრო ნავი ამობრუნდა და 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინციდენტი ვიქტორის ტბაში, კუნძულ უკარასთან მოხდა.

ნავში 400-მდე მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა ის მხოლოდ 100 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ნავის ამობრუნების მიზეზი.

სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი 200-მდე გაიზარდოს.

დღის ამბები