16 ოქტომბერი 2018,   21:43
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე სალიბაურისა და თხილნარის მოსახლეობას ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, სოფელ სალიბაურისა და თხილნარის მოსახლეობას შეხვდა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

მოსახლეობამ საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრის დროს ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გაჭირვება, უმუშევრობა, მოსახლეობის გადინება, ხელისუფლების მხრიდან კორუფცია, ტელეკომპანია იბერიის მაგალითი, ბიზნესის რეკეტი და თავისუფალ სიტყვაზე შეტევა.

ადგილობრივებს არა აქვთ ხელისუფლების იმედი და ცვლილებების მოლოდინში არიან.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყება ადგილებზე დასაქმების პროგრამები, პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი კი ათასი ლარი, კრედიტების ოდენობა გამოითვლება 2012 წელს არსებული ლარი კურსით.

მისი თქმით, ის პირადად იქნება მოქალაქეების, მეწარმეების და მედიის უფლებების დაცვის გარანტი.

დღის ამბები