14 დეკემბერი 2018,   17:47
ვრცლად
მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი მიზანმიმართულად ესხმის სამღვდელობას თავს

„ყველა ნაჭერს ჰყავს მყიდველი. ე.ი. არის ვიღაცები, რომლებსაც ასეთი განცხადებები მოსწონთ და ელექტორატი, ე.ი. ისინი იმ ელექტორატზე მუშაობენ,“ - ასე აფასებს ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები მრჩევლებთან იქნება შეთანხმებული.

„რაც უეჭველი არის, ასეთ ადამიანებს ყოველთვის ჰყავს ფსიქოლოგები და ყოველთვის ჰყავს მრჩევლები. თუ არ ჰყავთ, ეს მათთვის კიდევ საშინელება არის. როდესაც მრჩეველი ჰყავს, ზოგიერთი მათგანი აქცენტს აკეთებს, როგორ ვთქვა, ყველა მატარებელს ჰყავს თავისი მგზავრი, ყველა ნაჭერს ჰყავს მყიდველი. ე.ი. არის ვიღაცები, რომლებსაც ასეთი განცხადებები მოსწონთ და ელექტორატი, ე.ი. ისინი იმ ელექტორატზე მუშაობენ მაშინ და ყველაზე დიდი რაც არის, მერე ერთი ერთში ბოდიშს გიხდიან და რჩება რა, იციი, სახალხოდ გაგლანძღეს და ერთი ერთში მოდის და იცის, რომ შენ იმას შეიწყნარებ და აპატიებ,“ - აცხადებს მეუფე ანტონი.

დღის ამბები