14 დეკემბერი 2018,   17:48
ვრცლად
შენ გიწერია უფლება, რომ გამარტყა? - მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სასულიერო პირების კრიტიკას პასუხობს

„მრჩეველი ვინც ჰყავს, ურჩიოს იმას, რომ აგვიაროს გვერდი და ჩვენს ნაშენებ ეკლესიებს ნუ ეხება და ჩვენს ნაკეთებ საქმეს ნუ ეხება,“ - ეს განცხადება ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, შაბათის კურიერთან გააკეთა.

მეუფე პატრიარქის ბოლო მოწოდებას ეხმაურება, სადაც ილია მეორემ სასულიერო პირებს სიმშვიდისკენ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მეუფის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურად სასულიერო პირების მისამართით იმ ტიპის განცხადებებს აკეთებს, რომ ძნელია უპასუხოდ დატოვება.

„მე ვარ პიროვნება, მოქალაქე ვარ და ამ დროს ძნელია, მე გავმიჯნო, ჩემზე არავის ჩამოურთმევია მოქალაქეობრივი უფლება, ამას ხელს უწყობს თვითონ ქალბატონი. ხელს ის უწყობს იმიტომ, რომ ყოველდღე რაღაც ისეთს ამბობს, რომ არ  გასცე პასუხი, არ შეიძლება და პასუხი რომ გასცე, პასუხს რატომ გვცემთო,“ - განაცხადა მეუფე ანტონმა.

მეუფე ანტონი აცხადებს, რომ სასულიერო პირებს აზრის დაფიქსირების ისეთივე უფლება აქვთ, როგორც სხვა მოქალაქეებს.

„ჩვენ გვიწერია, მარცხენა ლოყაში რომ გაგარტყამენ, მარჯვენა მიუშვირე, მაგრამ შენ რას მეუბნები იცი, მე რომ გამარტყი და მე რომ გაგარტყი, შენ ხომ გიწერიაო უფლებაო, რომ არ გამარტყაო და შენ გიწერია უფლება, რომ გამარტყა?“ - განაცხადა მეუფემ.

დღის ამბები