14 დეკემბერი 2018,   17:45
ვრცლად
"თუ გახდა, მე ვეცდები, დავტოვო და არ ვიცხოვრო საქართველოში" - მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე

„მე ვიცი, რომ არ გახდება და თუ გახდა, მე ვცდილობ, როგორ დავტოვო საქართველო და არ ვიცხოვრო საქართველოში იმიტომ, რომ ვიცი, მომიწევს ისეთების გაკეთება, რაც არ შეეფერება ჩემს სახეს და ჩემს ყოფას,“ - ეს განცხადება ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, შაბათის კურიერთან გააკეთა.

მეუფე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მისთვის მიუღებელი საპრეზიდენტო კანდიდატია და, თუ ის პრეზიდენტი გახდება, ეცდება, ქვეყანა დატოვოს.

მეუფე ანტონი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელია.

„მისი აზროვნება ჩემი ქვეყნისთვის სავსებით მიუღებელია. მე იმ საქართველოში არ მინდა, სადაც მასეთი აზროვნებით იქნება... დავუშვათ, ასეც რომ ყოფილიყო, ყველა დონეზე ასეც რომ ყოფილიყო, ეს არ უნდა ეთქვა,“ - განაცხადა მეუფემ.

მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ქვეყნისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ შეხედულებებს არ შეიცვლის.

„არ გამხდარა და ასე არის და რომ გახდება, შეეცვლება უკეთესობისკენ აზრი? მე ნამდვილად არ მინდა იმ საქართველოში ცხოვრება... შეიძლება, თავშესაფარი ვითხოვო,“ - განაცხადა მეუფე ანტონმა. 

დღის ამბები