14 დეკემბერი 2018,   17:45
ვრცლად
"ჩემს სიძეს დაეხვივნენ ხელკეტებით, ორს კიდევ "პისტოლეტი" ეჭირა... 5-6 კაცი მცემდა"-ვარდისუბნის ინციდენტზე დაზარალებულები საუბრობენ

სროლა და სისხლიანი გარჩევა სოფელ ვარდისუბის ბაზარში-ადგილობრივები ინციდენტის დეტალებზე საუბრობენ. ვარდისუბნის მცხოვრებთა თქმით, დავის წამოწყების ინიციატორი ყარაჯალაში მცხოვრები პირი იყო, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი თავად გადაიტანა ავტომანქანიდან და მეორე მხარის წარმომადგენელს დაემუქრა.

მათივე თქმით, იარაღი გაშველების დროს გავარდა, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური შეხლა- შემოხლა და ანგარიშსწორება მოჰყვა. ინციდენტი ერთი კვირის წინ დაიწყო და დღეს დილით განახლდა. კონფლიქტის მიზეზი კი ვარდისუბნელების ინფორმაციით, საქონელი გახდა, რომლებიც თიხის საამქროში ყარაჯალელებს სისტემატიურად შეჰყავდათ.

"საქონლის ბაზარში შემოვედით საქონელი გვყავდა გამოყვანილი. ჩემ სიძეს კიდევ ცხვარი ჰყავდა გამოყვანილი. რომ დავინახე, რომ ჩემს სიძეს დაეხვივნენ ხელკეტები და დუბინკები ეჭირათ. ორს კიდევ „პისტალეტი.“კაცს თავპირი დაუმტვრიეს. რომ მიუვვარდი ეს რკინის "დუბინკა" წავავლე და წავართვი. რომ წავართვი ახლა იმას შეეშვნენ და მე დამაყარეს. ხუთი -ექვსნი მცემდნენ. 14 წლის ბალღიც სცემს,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ინციდენტის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
დაზარალებულებს დახმარება თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გაეწიათ. მათ კლინიკა უკვე დატოვეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებულია თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი. 

დღის ამბები