16 ოქტომბერი 2018,   21:43
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან პარლამენტის შენობის წინ გონება დაკარგა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და ამ დროისთვის მედეა მაჩალიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. 

„მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე იმყოფებოდა აქციაზე და როგორც მომაწოდეს მე ინფორმაცია, რამდენიმე ხნის უკან მან დაკარგა გონება, გახდა ცუდად და უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას მარტივი არ არის. სხვა დანარჩენი დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვიცი. საავადმყოფოში იმყოფება დავით სარალიძეც და მალხაზ მაჩალიკაშვილიც,“ - განაცხადა გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორმა, ელისო კილაძემ.

თემირლან მაჩალიკაშვილის და, ნატა მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მედეა მაჩალიკაშვილი ნერვიულობის გამო გახდა შეუძლოდ. 

დღის ამბები