16 ოქტომბერი 2018,   21:43
ვრცლად
სანახევროდ დადებული ზავი ეკლესიასთან - კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტი შეჩერებულია, თუმცა პარლამენტიდან გაწვეული არ არის

პატრიარქი კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის შეჩერების შემდეგ დოკუმენტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს. ილია მეორე იმედს იტოვებს, რომ სადავო საკითხი განხეთქილების მიზეზი კიდევ ერთხელ არ გახდება.

პატრიარქისგან განსხვავებით ზოგიერთი ეპისკოპოსი კიდევ უფრო კატეგორიულია და კი არ ითხოვს, არამედ მოითხოვს კანონპროექტის პარლამენტიდან გამოტანას და აცხადებს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ეკლესია შეუვალია.

გასული კვირა ამბიონიდან მუქარის შემცველი ქადაგებებითა თუ საჯარო ინტერვიუებით სავსე იყო. მთავრობამ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვა სასულიერო პირების ერთ კვირიანი მოწოდებების შემდეგ შეაჩერა, თუმცა მათგან არავის უთქვამს რომ კანაფის პლანტაციების მაღალშემოსავლიან ბიზნესზე ხელისუფლება უარს საბოლოოდ ამბობს. საპატრიარქოში და მის გარეთ არაერთი ღია თუ საიდუმლო შეხვედრა შედგა. ილია მეორესთან პარლამენტის თავმჯდომარეც იმყოფებოდა.

ის, რომ მთავრობამ ეკლესიასთან ზავი სანახევროდ დადო, დღეს პრემიერ-მინისტრმა ამერიკაში ვიზიტისას და დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მთავრობამ სადავო კანონპროექტის განხილვა უბრალოდ შეაჩერა და პარლამენტიდან მის გაწვევას ჯერჯერობით არ აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები