16 ოქტომბერი 2018,   21:45
ვრცლად
"დაფრანგული ქალბატონი" და "კანაფის დედოფალი" - დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილსა და მღვდელმთავრებს შორის

დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილსა და მღვდელმთავრებს შორის - სასულიერო პირების კრიტიკა საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ პირადად ჩაუდგებოდა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას სათავეში. მღვდელმთავრების კრიტიკის შემდეგ კი არ დააყოვნა სალომე ზურაბიშვილის საპასუხო რეაქციამაც. „ოცნების“ რჩეული კანდიდატის განცხადებით ეკლესია ზედმეტად ერევა პოლიტიკაში და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამას აუცილებლად შეცვლის.  

მღვდელმთავრებმა სალომე ზურაბიშვილს აზროვნება დაუწუნეს.  სასულიერო პირების ერთი ნაწილი არც იმას მოერიდა, რომ ის პირდაპირ ამბიონიდან გაეკრიტიკებინათ. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ კი სალომე ზურაბიშვილს „დაფრანგული ქალბატონიც“ უწოდა.

მის გაკრიტიკებას ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობიც არ მოერიდა და სალომე ზურაბიშვილს "კანაფის დედოფალი" უწოდა. 

 

დღის ამბები