15 ნოემბერი 2018,   02:53
ვრცლად
"თვალწინ არის ხელისუფლების კრახი"-როსტომ ჩხეიძე სკანდალურ ჩანაწერებს საბჭოთა რეჟიმის ანარეკლს უწოდებს

თვალწინ არის ხელისუფლების კრახი - ასე ეხმაურება მწერალი როსტომ ჩხეიძე სკანდალურ ჩანაწერებს. მისი თქმით ის, რასაც ახლა საზოგადოება უყურებს ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის რეჟიმის ანარეკლს.

„ზუსტად დამპალი საბჭოთა რეჟიმის ანარეკლი გვაქვს თვალწინ და ეს რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. ასე გაგრძელება არ შეიძლება. როგორც უნდა ეცადონ, ამ რეკეტისა და ტერორის მონაწილეები  გადააბრალონ ეს რაღაც ფაბრიკაციას, მსახიობებს, ძალიან ბევრი მსახიობი დაგროვდა და მაინტერესებს  მირზა სუბელიანის როლს ვინ თამაშობდა გუშინდელ ჩანაწერში. თვალწინ არის ხელისუფლების კრახი,“-განაცხადა როსტომ ჩხეიძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები