15 ნოემბერი 2018,   02:52
ვრცლად
"ამ პროკურატურამ ხელი არ უნდა ახლოს არაფერს"- ნინო დანელია აუდიოფაილების გამოძიებას მსოფლიო დონის პროკურორებისგან ითხოვს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მასკომუნიკაციის დოქტორი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ სკანდალური ჩანაწერების საქმე მსოფლიო დონის პროკურორებმა გამოიძიონ. ნინო დანელიას თქმით ამ პროკურატურას არ გამოუძიებია არც ერთი საქმე.

„მე არ ვიცი ახლა რა შეიძლება გაკეთდეს. მე მგონია, რომ ამ პროკურატურამ ხელი არ უნდა ახლოს არაფერს და ჩვენ უნდა მოვიწვიოთ მსოფლიო დონის ნდობის მქონე პროკურორები რომლებიც ამ საქმეს ხელს მოკიდებენ, გამოიძიებენ და აგვიხსნიან რაშია საქმე. იმიტომ რომ ამ პროკურატურას არც ერთი საქმე არ გამოუძიებია. მეტიც ხელს  უშლიდა გამოძიების ყველა ეტაპს. და ეს არის ძალიან ნათელი და ძალიან მკაფიო. საერთოდ არ მაინტერესებს არაფერი. ამ მთავრობას არ შეუძლია ქვეყნის მართვა,“-განაცხადა მასკომუნიკაციის დოქტორმა ნინო დანელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები