15 ნოემბერი 2018,   02:52
ვრცლად
ხაშურის მერს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ 

ხაშურის მერს ადგილობრივების ნაწილი უმოქმედობაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, მოსაგვარებელია წყლით მომარაგებისა და კანალიზაციიის სისტემები. ასევე გასაწმენდია მდინარეების კალაპოტები.

აქციის მონაწილეების საპასუხოდ კი ხაშურის მერი აცხადებს,რომ პრობლემების გადაწყვეტა ეტაპობრივად ხორციელდება.

ხაშურის მერთან პრეტენზიები აქვს სოფელ ჩუმათელეთის მოსახლეობასაც. ადგილობრივები ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ და მერიისგან მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ქალაქის შიდა სამარშრუტო ტაქსის ფასი კიდევ 10 თეთრით გაიზარდა. თავის მხრივ ტრანსპორტის მძღოლები მიზეზად საწვავის გაძვირებულ ფასს ასახელებენ.

ადგილობრივების მოთხოვნას ხაშურის მერმა უპასუხა. მისი განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის პრაქტიკა ხაშურში არ ჰქონიათ და ამაზე სამომავლოდ დაფიქრდება.

დღის ამბები