15 ნოემბერი 2018,   02:55
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები - მირზა სუბელიანი დღეს გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხებს 

სკანდალური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, დღეს პირველად გახდება ცნობილი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის და სკანდალური ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის პოზიცია.

ბრალდებულს საკანში ადვოკატი მოინახულებს, რა დროსაც საუბრის მთავრი თემა სწორედ სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებული აუდიო ჩანაწერები იქნება.

დღესვე სკანდალური მასალების მთავარი ფიგურანტი დამატებით ინფორმაციას მიაწვდის გამომძიებლებს. სუბელიანის დაკითხვა გლდანის მერვე დაწესებულებაში იგეგმება.

საგამოძიებო უწყებაში უკვე დაკითხეს ჩანაწერების კიდევ ერთი მონაწილე დავით ცუხიშვილი. მან მთავარი პროკურატურა გვიან ღამით დატოვა. 

როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, სუბელიანთან ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ცუხიშვილიც ესწრებოდა. გუშინვე დაკითხეს "ქართული ოცნების" მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც.

დღის ამბები