15 ნოემბერი 2018,   02:54
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტი 2020 წელს გაიმართება

აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტი 2020 წელს გაიმართება. მანამდე კი 10 წლისთავის აღსანიშნავად სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ ევროკომისრებმა ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი ევროკავშირის წევრობაა და სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი.

მისივე განცხადებით, ევროპელმა კოლეგებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ითქვა, რომ საქართველოს აქვს უაღრესად ამბიციური გეგმა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის წევრობა და წევრობისთვის აუცილებელია უფრო ქმედითი, გაბედული ნაბიჯების გადადგმა. იყო მხარდამჭერი განცხადებები კონფლიქტთან დაკავშირებით. კერძოდ; დაგმობილი იყო ოკუპაცია და ის ნაბიჯები , რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს,“-აცხადებს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები