15 ნოემბერი 2018,   02:54
ვრცლად
"დღეს დასახელებული არც ერთი პირი არ ყოფილა „ქართული ოცნების" წევრი" - ირაკლი კობახიძე უგულავას განცხადებას ეხმაურება 

„ეს არის მარტივი მანიპულაცია,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივნის განცხადებას, რომლის თქმითაც, ”ქართული ოცნების” დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა პარტიის რიგები სამეგრელოს რეგიონშიც დატოვეს და ”ევროპულ საქართველოს” შეუერთდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს დასახელებული არც ერთი პირი, რომელთა შესახებაც გიგი უგულავამ ისაუბრა, „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა.

„რაც შეეხება „წევრების“ გადასვლას "ევროპულ საქართველოში“, ამით ცდილობს „ევროპული საქართველო“, გადაფაროს ის პროცესები, რომლებიც წარიმართება პარტიაში და თქვენ ხედავთ, რომ კონკრეტული პირები გადადიან „ევროპული საქართველოდან“ სხვა პარტიაში, პარტიას არ დავასახელებ და ხდება მანიპულაციით ამის გადაფარვა. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, აქ მაქვს კონკრეტული მონაცემები იმის თაობაზე თუ კონკრეტული პირები როდის, რომელ პარტიაში იყვნენ გაწევრიანებული. ზოგიერთი მათგანი იყო „რესპუბლიკელი“ ბოლომდე, ზოგიერთი „თავისუფალი დემოკრატი“ და ა.შ. სახელებით და გვარებით შემიძლია გადმოგცეთ ეს სია, არც ერთი მათგანი არ ყოფილა, დღეს დასახელებული არც ერთი პირი არ ყოფილა „ქართული ოცნების" წევრი. ამასთან დაკავშირებით შემიძლია ,მოგაწოდოთ სახელობითი ინფორმაცია. არის მარტივი მანიპულაცია, რომელთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, გვაქვს კონკრეტული პასუხი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები