15 ნოემბერი 2018,   02:53
ვრცლად
თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია, ვისაუბროთ კრიზისზე - კობახიძისთვის პრეზიდენტზე

პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე სუბიექტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. გიორგი მარგველაშვილის მოწოდება, რომ აუცილებელად უნდა გაიმართოს რიგგარეშე მთავრობის სხდომა, ირაკლი კობახიძისთვის მიუღებელია.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, კრიზისს მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებას უწოდებს,რადგან მისი თქმით, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის.

„პრეზიდენტი დღეს საუბრობდა კრიზისზე, თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, თუმცა კრიზისზე საუბარი არის ნამდვილად სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი. ვიცით, რომ მას აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ამით ხელმძღვანელობს“,- განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები