15 ნოემბერი 2018,   02:53
ვრცლად
"არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში" - ნინო ლომჯარიამ მირზა სუბელიანი მოინახულა  

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საქართველოს სახალხო დამცველმა მოინახულა. ნინო ლომჯარიამ პატიმრის ნახვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სუბელიანის მხრიდან სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მირზა სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, სუბელიანმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

„ჩანაწერებთან დაკავშირებით მას კომენტარის გაკეთება არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმაზე რომ ის ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში, მის მიმართ ხორციელდება მეთვალყურეობა, არის დაცვა უზრუნველყოფილი და ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. როდესაც ვსვამდი შეკითხებს ჩანაწერებთან დაკავშირებით, მას არ ჰქონდა სურვილი, რაიმე ტიპის კონკრეტული ინფორმაცია ან კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს და გამოძიება უნდა წარიმართოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

დღის ამბები