15 ნოემბერი 2018,   02:54
ვრცლად
დაპირისპირება გიორგი მარგველაშვილსა და სამთავრობო გუნდს შორის - პრემიერის და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთმანეთს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება და პრემიერს კონსტიტუციის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.

ნაცვლიშვილი არაკომპეტენტურს უწოდებს, პრემიერის საპარლამენტო მდივნის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პრემიერი მინისტრთა კაბინეტის სხდომას მხოლოდ პრეზიდენტის პირადი ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში მოიწვევს. 

​„ის პასუხი, რომელიც ჩვენ ახლახანს მოვისმინეთ იმდენად არაკომპეტენტურია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ამაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ.

პრეზიდენტმა რომ მიმართა პრემიერს ეს მთელმა საქართველომ ნახა. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ, ჩვენ ვხედავთ მთავრობის მცდელობას, უგულებელყოს კონსტიტუცია და  ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც იმყოფება ქვეყანა განზე გადგეს და გაექცეს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური უფლებამოსილი პირების მიერ, კონსტიტუციური ფორმატებით და კანონიერების პრინციპზე დაფუძნებით,  რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის,“- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტმა პრემიერს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევის წინადადებით გუშინ საგანგებო ბრიფინგის დროს მიმართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია,რაზეც მმართველმა გუნდმა უნდა იმსჯელოს და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

პრეზიდენტის მიმართვას, საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა, მან განაცხადა, რომ მთავრობა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და საგანგებო სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს.

დღის ბოლოს კი პრემიერის საპარლამენტო მდივანმა განმარტება გააკეთა, მისი განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ იქნა წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.

ნათია მიქელაძის განცხადებით, მთავრობის სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრემიერს პრეზიდენტმა პირადად, ოფიციალური წერილით უნდა მიმართოს.

დღის ამბები