15 ნოემბერი 2018,   02:51
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - თურქული მედია პრეზიდენტობის კანდიდატის ქსენოფობიურ განცხადებებზე წერს

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებით თურქული მედია დაინტერესდა. "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ წინა პრეზიდენტმა მოქალაქეობა ბევრ თურქს მიანიჭა, მათ კი არა.

გაზეთმა "ჰაბერერკმა" სალომე ზურაბიშვილის მიერ სამცხე-ჯავახეთში გაჟღერებულ მოსაზრებებს დიდი სტატია მიუძღვნა სათაურით - "სალომე ზურაბიშვილის ანტითურქული და პროსომხური განცხადებები“.

სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს ჯავახეთში არსებულ საერთაშორისო პროექტებს, რომელშიც საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობენ. ამ ფონზე თურქული მედია სალომე ზურაბიშვილის განსაკუთრებით სახიფათო პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თურქულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია თურქეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში გამოწვეული პროტესტის ანარეკლია.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ სამცხე-ჯავახეთში გაკეთებული განცხადების შემდეგვე ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ვარაუდობდა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩვენი მეზობლების უკმაყოფილებას გამოიწვევდა.

განცხადებაზე, რომელიც თურქულ მედიაში სკანდალის მიზეზი გახდა, დღეს მმართველი გუნდის რჩეულ პრეზიდენტობის კანდიდატს საუბარი აღარ სურს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები