15 ნოემბერი 2018,   02:53
ვრცლად
"არა საბანკო დიქტატურას" - შალვა ნათელაშვილის მიმართვა ამომრჩეველს

"არა საბანკო დიქტატურას"- ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საკუთარ ამომრჩეველს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაიხურება და საბანკო სისტემა ნებისმიერი მოქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

"საბანკო სესხი იქნება ევროპული 3-5% და ვინც ამაზე ზედმეტად გაბედავს იქნება დახურული და საერთოდ აიკრძალება მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც უკვე საზღვარი არ აქვთ ხალხის ყვლეფაში,"-ამბობს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები