13 დეკემბერი 2018,   16:22
ვრცლად
საკადრო წმენდა პოლიტიკურ ნიადაგზე - ბაღების ყოფილი დირექტორები თანამდებობებიდან გაშვების მიზეზებზე საუბრობენ

ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბოლო დღეებში რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორები თანამდებობებიდან გაუშვეს. ყოფილი დირექტორები ყვებიან, რომ მათი დევნის მიზეზი საბავშვო ბაღებში გახსნილ უბნებში სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და პოლიტიკურ აგიტაციაში ჩართვაზე უარი იყო.

169-ე ბაღის ყოფილი დირექტორის თქმით, გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად 3 ბანანის გადამალვა დაუსახელეს, რეალურად კი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური დაუმორჩილებლობისთვის დასაჯეს.

ურთიერთობა ფიქრია ჩახნაშვილსა და ბაღების სააგენტოს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც დირექტორმა ზემდგომებს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციაზე უარი უთხრა.

სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კიდევ რამდენიმე დირექტორის გათავისუფლება იგეგმება. სამოქალაქო სექტორი ამ პროცესს მონიტორინგს უწევს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში 6-ვე დირექტორის გათავისუფლების მიზეზად დაუგეგმავი შემოწმების შედეგებს ასახლებენ. მერიაში ამტკიცებენ, რომ მონიტორინგმა დარღვევები გამოავლინა, რაც საკადრო წმენდის მიზეზი გახდა. სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ არცერთი ბაღის დირექტორი პოლიტიკურ პროცესში არ ერთვება.

 

 

ავტორები: თათია წოწონავა, თამთა ჯიქია.

ამავე თემაზე
დღის ამბები